რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავლენ

რუსი ტურისტები და დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებენ. სააგენტო РБК-ს ბიჭვინთაში სროლის დროს დაშავებულმა რუსმა ტურისტებმა განუცხადეს, რომ მათ აფხაზები ემუქრებიან, რაც ბოლო 2 დღეში სოციალურ ქსელ Facebook-ზე განხილვის თემა გახდა.

რუსული სააგენტო REGNUM-ის შეფასებით, ბევრი Facebook-მომხმარებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ინციდენტები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსებისა და აფხაზების ურთიერთობებს. REGNUM-ს მორიგი მომხმარებლის კომენტარი მოყავს, რომლის მიხედვითაც, თუ ვითარება არ გამოსწორდება, რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავლენ.

ბიჭვინთაში სროლის შედეგად დაშავებულმა რუსეთის მქალაქეებმა 17 ივლისს სააგენტო РБК-ს განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობით ემუქრებიან მათ ნათესავებსა და მეგობრებსაც.

შეგახსენებთ, რომ ივნისში, ბიჭვინთაში აფხაზმა დიმიტრი პილიამ შელაპარაკების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ტიმურ სალიმგარიევი და ალექსანდრე ფილოიანი პისტოლეტის მჭიდის დაცლით დახვრიტა.

banner
წინა სტატიაშიჯიმ რიშის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლიტურად აცდენილია იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს – წერეთელი
შემდეგი სტატიააქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა