რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მანსურ პეტრემღვდლიშვილი გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან გატაცებული გაათავისუფლა.

ოკუპირებული ცხინვალი ორი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებულმა მანსურ პეტრემღვდლიშვილმა უკვე დატოვა. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახმა ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაიხადა. მანსურ პეტრემღვდლიშვილი საქართველოს სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ პეტრემღვდლიშვილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

მწყემსი სოფელ ახალუბნიდან 17 ივნისს გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: N7 პენიტენციური დაწესებულება 26 ივნისს დაიხურება
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის