“რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა გადავწყვეტთ”-პუტინი

Aysor TV ავრცელებს ვიდეოს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პასუხი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის კითხვაზე უფრო გარკვევით ისმის.

“როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას? როდის გავლენ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან?”- ჰკითხა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ ვლადიმერ პუტინს.

“ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას,” – უპასუხა პუტინმა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსული ოკუპაცია და ეკითხა მისთვის, როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას.

ვლადიმერ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზეა ჩასული.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
შემდეგი სტატიაგახარია: 2020-ის ბიუჯეტი ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება