რუსი სამხედროები ახალი შეტევისთვის ემზადებიან

რუსეთი ფრონტის ხაზზე ახალი გარღვევისთვის ემზადება. ამის შესახებ მესამე ცალკეული თავდამსხმელი ბრიგადის, „ტერას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, ნიკოლაი ვოლოხოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

კერძოდ, მან ხარკოვის მიმართულებით ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, რუსებს ახალი შეტევის მცდელობა ექნებათ.

„ჩვენ, ასე ვთქვათ, ოპერატიულ ინფორმაციას ვფლობთ იმის შესახებ, რომ მტერი ძალების კონცენტრაციას ახდენს და ზაფხულის ბოლომდე, ან რთული სათქმელია როდის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოხდება – წინსვლის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ, რადგან ტექნიკის და სამხედროების კონცენტრირება შეიმჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალიზებაზე გადავლენ. როდის და სად, ამას დრო გვიჩვენებს“, – ამბობს სამხედრო.

მისივე თქმით, რუსებს, პოტენციურად, შეუძლიათ შეტევაზე კიდევ ერთხელ გადასვლა სცადონ და ეს, შესაძლოა ფრონტის ნებისმიერ წერტილში მოხდეს.

„ეს, ჭადრაკის თამაშს ჰგავს – მტერი სადღაც ძალების კონცენტრირებას ახდენს და ისე შეუძლია გააკეთოს, რომ დაგვაბნიოს. მაგალითად, ერთ ადგილას გვიჩვენოს კონცენტრაცია, შემდეგ კი ღამით, სწრაფად გადაინაცვლოს სხვა მხარეს. როგორც ჩანს, მტერი სუსტ ადგილს ეძებს. ფრონტის სხვა წერტილებში მყოფი მეგობრებისგან ვიცი, რომ მათ პოზიციებზეც გამუდმებული ზეწოლა მოდის“, – აღნიშნავს ვოლოხოვი.

banner
წინა სტატიაშირინკევიჩი: თუ საქართველო საერთო ღირებულებებს არ გაატარებს, სტატუსი უნდა შევუზღუდოთ
შემდეგი სტატიაჯონსონი: თუ პუტინი უკრაინაში მოიგებს, მოისურვებს საქართველოს, მთელ “ახლო საზღვარგარეთს”