რუსი სამხედრო ინსტრუქტორები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – ოფიციალური მონაცემები

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოფიციალური მისიით 535 რუსი სამხედრო და სამოქალაქო ინსტრუქტორია, ისინი ადგილობრივ სამხედროებს ტრენინგებს უტარებენ – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც უწყების გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ რუსი სპეციალისტები აფრიკულ სახელმწიფოში დარჩებიან და თავიანთ საქმეს გააგრძელებენ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთიდან დამატებითი ძალები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, 2020 წლის დეკემბერში გადასხეს. სამთავრობო ძალებს ამბოხებულები ებრძვიან – მთავრობამ მოქალაქეთა ჯგუფს ამოხებაში დასდო ბრალი.

რუსი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლიდან იმყოფებიან. თავდაპირველად იქ 200-მდე რუსი სამხედრო ინსტრუქტორი მუშაობდა.
მრავალი წყაროებით დასტურდება, ასევე ის, რომ ქვეყანაში მრავლად არიან კერძო რუსული სამხედრო კომპანიების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
შემდეგი სტატიამთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა