რუსი პროფესორი ზუბოვი: პუტინი ტერორიზმს არ ებრძვის… ის ასადს ეხმარება…

,,სინამდვილეში აი რა მოხდა… რუსეთმა, რომელმაც განაცხადა, რომ სირიაში მიდის ტერორისტების დასამარცხებლად, სინამდვილეში ისეთი მთავრობის დახმარება გადაწყვიტა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის 80% და ყველა სუნიტური ქვეყანა ებრძვის. ის სირიაში შევიდა მაშინ, როცა არაბული ლიგისა და თურქეთის მტრული მოქმედებები სირიის რეჟიმის მიმართ ძალაში იყო შესული. პუტინმა, როგორც უხეში ძალის გამოყენებისა და გამარჯვების მისაღწევად  დანგრევა-დარბევის მოყვარულმა,  კარგად ვერ გათვალი თავისი ნაბიჯების შედეგები და სირიაში შესვლით საკუთარი ქვეყანა მორიგ საერთაშორისო თავგადასავალში გახვია,, აცხადებს პოლიტოლოგი და რელიგიათმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსი პროფესორი ანდრეი ზუბოვი, რომლიც რუსეთის მე-20-ე საუკუნის ისტორიის სახელმძღვანელოსა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლების ავტორია.

,,თურქებმა ძალიან დინჯად იმოქმედეს. ისინი 2 თვის მანძილზე დინჯად უყურებდნენ, როგორ ბომბავდა ტერორისტების ნაცვლად მოსაზღვრე ლატაკიაში რუსეთის ძალები თურქმენებს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა იცოდა, რომ ერდოღანი თავის თანამოძმე სუნიტ ამბოხებულებს ეხმარებოდა, სამწუხაროდ პუტინმა ერდოღანის ნაცვლად ასადის დახმარება გადაწყვიტა და ასადის რეჟიმს თურქმენების დაბომბვაში ეხმარებოდა. ერდოღანის სურვილი, რომ რუსების ფოკუსირება მხოლოდ ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერორისტებზე მომხდარიყო, პუტინმა არ გაითვალისწინა და აგერ შედეგი  სახეზეა. ამ შემთხვევაში ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა ის -ვინც შეტაკების პროვოცირება მოახდინა,, აცხადებს რუსი პროფესორი ზუბოვი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმარტვილში მკვლელობა მოხდა…
შემდეგი სტატიათურქებმა და უკრაინელებმა ერთმანეთს კლიპები მიუძღვნეს (VIDEO)