რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი პუტინმა ნევის ორდენით დააჯილდოვა

რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი პუტინმა ნევის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდოს მიღების შემდეგ კანდელაკმა რუსეთის პრეზიდენტს მადლიერების სიტყვით მიმართა.

მისივე თქმით, საქართველოში უკანასკნელი ვიზიტის დროს შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქ ილიას II-ს, რომელმაც სთხოვა, პუტინისთვის გადაეცა, რომ მისთვის ლოცულობს.

კანდელაკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინია სწორედ ის, ვისაც მშვიდობა სრულიად მსოფლიოში სურს.

„უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ბოლოს ვიყავი 5 წლის წინ და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, შევხვდი სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მაშინ მითხრა, გადაეცი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ. 5 წელი ასეთი შესაძლებლობა არ მქონდა, ახლა მომეცა საშუალება, ეს სიტყვები გადმოგცეთ და მინდა, აღვნიშნო, რომ ბევრი მორწმუნე ადამიანი დღეს თქვენთვის ლოცულობს, იმიტომ, რომ მორწმუნეებს სურთ მშვიდობა და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ზურუნველყოფს მშვიდობას მთელი მსოფლიოსთვის, – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერებისა და პროპაგანდისტების დაჯილდოების ცერემოანიაზე.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში სახლის დაყაჩაღებისას 14 000 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს
შემდეგი სტატია“როგორც ჩანს, საპატიმროში ზოგიერთს გონება გაეხსნა, მაგრამ რეპუტაცია გაფუჭებული აქვთ” – ლევან მახაშვილი