რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქი ბოევიკი საქართველოში დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, საქართველოში დაკავებულია, 2015 წელს თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის პილოტის – ოლეგ პეშკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი თურქი ბოევიკი – სერკან ქურთულუში.
რუსი პილოტი ოლეგ პეშკოვი, რომელმაც ალმოდებული თვითმფრინავიდან კატაპულტირება მოასწრო, მიწაზე დაშვებდე, სირიაში მოქმედი პროთურქული სამხედრო დაჯგუფების მეომრებმა გაანადგურეს.
როგორც თურქული მედია აცხადებს,  ქურთულუში გასულ კვირას თურქეთის სპეცსამსახურების რეიდს დაუსხლტა და საქართველოში გაქცევა მოასწრო, სადაც ის თურქეთის მოთხოვნით ქართველმა სპეცსამსახურებმა დააკავეს.
სერკან ქურთულუშის გადმოცემის მოთხოვნა უკვე გაეგზავნა ქართულ მხარეს, აცხადებს თურქული მედია.
რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი თურქი საველე მეთაური ალფასლან ჩელიკი, თურქებმა უფრო ადრე დააკავეს და ის, იარაღის უკანონო ტარების გამო ახლა სასჯელს იხდის.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში დის მკვლელობაში ბრალდებულ როლანდ თავაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფერდა
შემდეგი სტატიააფხაზეთში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა