რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა-მურზა თავისუფალია

რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა-მურზა თავისუფალია. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ცნობილია, რომ კარა-მურზა პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა – გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით, აშშ-ს, რუსეთს, გერმანიასა და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას, პოლონეთის, სლოვენიასა და ნორვეგიას შორის წარიმართა.

გამოცემა The Guardian წერს, რომ გაცვლის შედეგად კარა-მურზასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ რამდენიმე რუსი პოლიტპატიმარი, მათ შორის იაშინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობისთვის 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის ბოლოს მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიამერიკული დახმარების დიდი ნაწილი ქართველ ხალხს ისედაც არ ხმარდებოდა – გურამ მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: ადამიანებს არ უნდა აკადრო ის, რაც თამარ ჩერგოლეიშვილმა იკადრა, ეს იყო ნამდვილად ძალიან მძიმე სიტყვიერი და დამოკიდებულებითი კონფლიქტი