რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 238 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 238 ბავშვია დაღუპული, 433-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 149, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 104, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 173 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშითბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება
შემდეგი სტატიასარჯველაძე – საუბარი იმაზე, რომ კობახიძის განცხადება არის აშშ-ს საელჩოს შანტაჟი, საფუძველს მოკლებულია