რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული შშმ არასრულწლოვანი უკვე სახლში იმყოფება

რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ რუსი ოკუპანტების მიერ გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.

17 წლის მიხეილ ხუბულაშვილი ჯარიმის გადახდის გარეშე გამოუშვეს.

თანასოფლელების თქმით, მოზარდი ცხენით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ამის შესახებ ოჯახს თანასოფლელმა აცნობა. ოჯახმა კი პოლიციას შეატყობინა და რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ის გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიამოსამართლეებზე ახდენენ ზეწოლას…მათი საერთო სახელი არის ბიძინა ივანიშვილი-ნინია კაკაბაძე “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრობს