რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გუშინ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„22 მარტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, აძვისთავის დასახლებულ პუნქტთან, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ესენი არიან: 1991 წელს დაბადებული დავით გერკეული და 1977 წელს დაბადებული ივანე გუნდიაშვილი, ახალსოფელისა და აძვის მკვიდრები. აღნიშნული მომენტისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური საქმის გარკვევას ახდენს, განიხილება საქმის მასალების სასამართლოში გადაცემის საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითელავის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია – შენობაში პოლიცია გამოიძახეს
შემდეგი სტატიაიმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირები ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, უსამართლობა იქნება ექვს ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა – ბრეგაძე