უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 5 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და ორი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.