რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 “შაჰიდიდან” 15 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 16 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 15 ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას ოთხი “ისკანდერ-მ”/KN-23 ბალისტიკური რაკეტით და ორი X-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, მათგან ორი “ისკანდერ-მ”/KN-23 და ორი X-59 ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა კიევის, ხერსონის, მიკოლაევის და ხმელნიცკის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა