რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალთან ახალ საგუშაგოებს აწყობენ

რუსი ოკუპანტები არარსებულ საზღვართან ე.წ. საგუშაგოებს აწყობენ. შესაბამისი სამუშაოები სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ახალი პოსტის მშენებლობა ანტისაოკუპაციო მოძრაობის აეროგადაღების კამერამ დააფიქსირა. მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ადგილზე აქამდე მხოლოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და სათვალთვალო კოშკურა იდგა, თუმცა ოკუპანტებმა გადაწყვიტეს, ტერიტორიაზე კაპიტალური სამუშაოები ჩაატარონ.

“რუსი ოკუპანტები მუშაობენ და აშენებენ ახალ, გაცილებით დიდ საგუშაგოს, ვიდრე მათ ეს ჰქონდათ მანამდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძველი საგუშაგო მოიშალა, მოხდა უბრალოდ გაფართოება და გაძლიერება. იმ ადგილიდან, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან საიდანაც ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების გატაცება, იმ ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ ადის, დაისადგურა შიშმა”, – თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

წინა სტატიაშიკალაძე – დედაქალაქში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე – ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის