რუსი ოკუპანტები ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ – უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ახლა სარდაფებში 500-მდე ადამიანია, რომლებსაც ოკუპანტები აწამებენ, – ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, თამილა ტაშევამ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი ინფორმაციით, 500-მდე ადამიანი იმყოფება სარდაფებში, სადაც მათ აწამებენ. ეს ხდება როგორც ხერსონში, ასევე ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მაგალითად, ქალაქ ნოვოალექსეეკასა და გენიჩესკში საოკუპაციო ადმინისტრაციებს აქვს აქტივისტებისა და იმ ადამიანების სიები, რომლებიც ყირიმის სამოქალაქო ბლოკადაში ან დონბასის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. მათ სახლებში აკითხავენ და მიჰყავთ, იტაცებენ”, – თქვა თამილა ტაშევამ.

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები ისეთივე სცენარით მოქმედებენ, როგორც ყირიმის დაპყრობისას 2014 წელს.

“ჯერ სამხედროები შემოვიდნენ, შემდეგ საინფორმაციო ველი გაიწმინდა აქტივისტებისა და ჟურნალისტებისგან, შემდეგ ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი. თავიდან განიხილავდნენ “რეფერენდუმის” სცენარს, ახლა კი განიხილავენ ამ რეგიონის ყირიმთან შეერთებას”, – ამბობს ტაშევა.

banner
წინა სტატიაშიჰავანას ცენტრში, სასტუმროში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიაიტალიამ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო