რუსი ოკუპანტები ძალებს სლავიანსკის მიმართულებით კრებენ

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, პავლო კირილენკოს ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქი სლავიანსკის მიმართულებით ძალებს კრებენ და თავდასხმისთვის ემზადებიან.

“ვაკვირდებით სლავიანსკის მიმართულებით ცოცხალი ძალის, მძიმე ჯავშანტექნიკისა და არტილერიის თავმოყრას.

მტერი იყენებს თავის ტაქტიკას და ცდილობს ჩვენი დაცვის ხაზთან მიახლოებას, რათა გარდა რაკეტებისა და თვითმფრინავებისა, რომელთაც დონეცკის ოლქში იყენებენ, გამოიყენონ არტილერია ქალაქის დასაბომბად.

რუსები ტაქტიკას არ ცვლიან, ვნახეთ, რა ხდებოდა მშობლიურ მარიუპოლსა და სევეროდონეცკში, ამიტომ, სლავიანსკთან მზად ვემზადებით ყველანაირი სცენარისთვის”. – თქვა კირილენკომ.

banner
წინა სტატიაშიჯონსონმა ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში მიიწვია
შემდეგი სტატიაპუტინი არ მოკვდება, კიდევ დიდხანს იცოცხლებს და როცა რუსული არმია უკან დაიხევს რუსეთის საზღვართან, გამოაცხადებს, რომ გეგმა შესრულებულია – გუბერმანი