რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ პოპასნას, არამედ ლუგანსკის ოლქის რუკიდან შლიან – გაიდაი

რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ პოპასნას, არამედ ლუგანსკის ოლქის რუკიდან შლიან, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი Telegram არხზე წერს.

გაიდაი წერს, რომ რუსი ოკუპანტების საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, პოპასნას ცენტრი სრულად განადგურებულია.

“პოპასნა განადგურებულია, სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ოკუპანტები უმოწყალოდ წვავენ ქალაქს. ვიდეო, სავარაუდოდ, რაშისტმა სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაიღო, რომლის მიზანი უკრაინელ დამცველებზე ნადირობა იყო. ვიდეოში ჩანს, რომ პოპასნას ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ეს არის რუსული არტილერიისა და სარაკეტო დარტყმის შედეგები. ორკების მიზანი მისი სრული განადგურებაა”, – წერს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიკოლომინა – საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, საქართველოს უდიდესი დახმარება გავუწიოთ, ჩვენ ვმუშაობთ თანამშრომლობის ახალ ზომებზე
შემდეგი სტატიათბილისის მერი მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროცესს გაეცნო