რუსი მომწოდებლების გაძევების მცდელობები, ჩვენი ენერგორესურსების ალტერნატიული მიწოდებით ჩანაცვლება, გარდაუვლად იმოქმედებს მთელ გლობალურ ეკონომიკაზე – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტის აზიაში დივერსიფიკაციის მოწოდებით გამოვიდა.

პუტინმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსსა და ნავთობზე უარის თქმით ბაზრის დესტაბილიზაციას ახდენენ.

„რუსი მომწოდებლების გაძევების მცდელობები, ჩვენი ენერგორესურსების ალტერნატიული მიწოდებით ჩანაცვლება, გარდაუვლად იმოქმედებს მთელ გლობალურ ეკონომიკაზე”, – განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთი თავისი ექსპორტის მიმართულებას „ეტაპობრივად“ „სწრაფად მზარდი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებზე“ გადაიტანს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით და საქმით ამტკიცებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სიტყვით, საქმით კი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს – დავით ჩიხელიძე
შემდეგი სტატიაპენტაგონი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აფეთქების შემდეგ, კრეისერი “მოსკოვი” ჩაიძირა