რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2019 21:05

რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირშია ეჭვმიტანილი. სანქცია ე.წ. მაგნიტსის სიის ფარგლებში ამოქმედდა. სიაში ის ადამაინები არიან, რომლებიც კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ქვეყნის შს მინისტრმა ეიმუტის მისიუნასმა მოაწერა.
ამერიკული წყაროების ცნობით, ლეპსი, შესაძლებელია, რუსულ მაფიასთან იყოს დაკავშირებული. ის კურიერის როლშია და სხვადასხვა პირებთან ფული მიაქვს.
ლეპსი უკრაინაში უკვე ჩაწერილია “შავ სიაში”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2019 21:05

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics