რუსი მომღერალი დიმა ბილანი მუსიკალური ზედამხედველობის სამსახურის შემოღების იდეით გამოვიდა

რუსმა მომღერალმა დიმა ბილანმა რუსეთში მუსიკალური ზედამხედველობის სამსახურის შქემნის იდეით ქვეყნის კულტურის სამინისტროს მიმართა. მისი წარმოდგენით, სტრუქტურამ ესტრადის ბაზარზე მდგომარეობა უნდა გააკონტროლოს. წინადადებამ ესტრადის მომღერლებსა და ჩინოვნიკებს შორის დისკუსია გამოიწვია. “დასავლეთის მუსიკის ინდუსტრიაში სრული ქაოსია. ჩვენ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ, რომ სრულ თრეშსა და ყველაფრის დაშვებამდე არ მივიდეთ, რომ რაღაც ჩარჩოები დავიცვათ. უნდა იყვნენ ისეთი სტრუქტურები, რომლებიც ამ ყველაფერს მიხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ მე მსოფლიოსთვის გახსნილი ვარ, ის, რაც ახლა ხდება, ზედმეტია” – თქვა ბინალმა აბუ-დაბიში გამართულ ფესტივალზე – “ბიბისი” წერს.
მალე ბილანს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ბორის ჩერნიშოვმა ღია წერილით უპასუხა. მან მომღერლის იდეა საბჭოთა სამხატვრო საბჭოებს შეადარა, რომლებიც ასობით სიმღერებს და მუსიკას ცენზურას უწევდა. მუსიკოსის იდეას, ასევე, მხარი არ დაუჭირა რუსეთის კულტურის სამინისტრომ. ამავე დროს, ბილანის იდეას მუსიკოსებიდან ბევრი დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსეთს დაკავებული უკრაინელების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტი “ბრექზიტი”-ს კენჭისყრის ჩავარდნისთვის მოემზადა