26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

რუსი მიტროპოლიტი რომელიც ჩეხეთში ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც ჩეხეთში ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, პატიმრობიდან გათავისუფლებულია ალფეევის მძღოლიც. მათივე ცნობით, არც ერთი მათგანისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარიში დააკავეს. მან 24 მაისს, კარლოვი ვარის ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომლითაც მიტროპოლიტი და მისი ოპერატორი გადაადგილდებოდნენ. ჩხრეკის დროს მათ საბარგულში „თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი“ აღმოაჩინეს

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი 2009 წლიდან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. ის პატრიარქ კირილის შესაძლო მემკვიდრედაც მოიაზრებოდა, თუმცა 2022 წლის ივნისში რუსეთის ეკლესიის სინოდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ადმინისტრატორად დანიშნა. მას შემდეკ კი რაც ალფეევი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, 2024 წლის დეკემბერში, რუსეთის ეკლესიის სინოდმა ის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
შემდეგი სტატიატურიზმის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ახალი სანქციები შემოდის და ჯარიმების ნაწილი იზრდება