რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს ზოგიერთი ჩინოვნიკი სირიის შესახებ სპეციალურად ავრცელებს სიცრუეს – გაეროს სირიის საკითხებში ორგანიზაციის სპეციალურ წარმომადგენელთან სტეფან დე მისტურასთან სატელეფონო დიალოგში განაცხადა. მინისტრმა გაეროს ჰუმანიტარული დაჯგუფებებიდან ცალკეულ ჩინოვნიკებს სიტუციით და ხალხის მდგომარეობით სპეკულირებაში დასდო ბრალი და მისტურას სთხოვა გაერომ მსგავსი პრაქტიკა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენლები აღმოსავლეთ ალეპოში ვერ შედიან. რუსეთმა საპასუხოდ განაცხადა, რომ აღნიშნული მომანტისათვის ალეპოში გაეროს 100-მდე წარმომადგენელი იყო, აღმოსავლეთ ნაწილში კი – 30-მდე.