რუსი კომუნისტები ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას აღიარებენ

„პატრიოტულ ძალთა“ ერთიანმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა დამაჯერებლად გაიმარჯვა ე.წ. სამხეთ ოსეთის საპრეზდიდენტო არჩევნებში.
როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს „სამხრეთ ოსეთის ხალხის“ ლოდერის ედუარდ კოკოითის ოფისში, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ხმათა 55% მოაგროვა.
ცხინვალში იმყოფებიან რუსეთიდან ჩასული კომუნისტები დამკვირვებლის სტატუსით. დელეგაციის მეთაურია რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე მაქსიმე სურაიკინი. მისი განცხადებით, რუსი კომუნისტები მხარს უჭერენ ანატოლი ბიბილოვს.

 

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს აშშ-მ და ევროკავშირმა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში – სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიათვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 68%-ია დათვლილი