რუსი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი კომიკოსი გარიკ ოგანისიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

ოგანისიანი საქართველოში შემოსვლას სომხეთიდან ცდილობდა.

„ჯანდაბა, საქართველოში შესვლა ამიკრძალეს, კურიოზი. ვინმეს გადაგხდენიათ მსგავსი? რა უნდა ვქნა?…გადავწყვიტე სომხეთ-საქართველოს საზღვრებს შორის ვიცხოვრო ჩემს ძაღლთან ერთად“ – წერს კომიკოსი.

მან დოკუმენტიც გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ „საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა კანონმდებლობით განსაზღვრული „სხვა მიზეზით“.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის ოლქი დაბომბეს – 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაარ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ოლიგარქი, თუ რა ჯგუფი ოლიგარქების, საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, საუბარია სისტემაზე – გრეგოროვა