რუსი გენერალი ტეპლინსკი ფრონტზე დაიჭრა

უკრაინის მიერ რუსული არმიის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დაიჭრა,-ამის შესახებ ტელეგრამის არხი “Spy Dossier” იტყობინება

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას 30.06.2024 დაახლოებით 05:00 საათზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსული ჯარების ჯგუფის „დნეპრის“ სამეთაურო პუნქტზე, რომელიც მდებარეობს სოფელ გენიჩესკის გარეუბანში. დარტყმა განხორციელდა ორი HIMARS MLRS რაკეტით კასეტური ქობინით.

დარტყმის შედეგად 5 რუსი ჯარისკაცი დაიუღუპა 12 სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. წყაროს ცნობით, თავდასხმის დროს დაიჭრა “დნეპრის” ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი.

banner
წინა სტატიაშიNATO უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა – Reuters
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს