რუსი გენერალი მიხეილ ზუსკო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს

რუსი გენერალი მიხეილ ზუსკო, რომელიც მეთაურობდა შეტევას სამხრეთ უკრაინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს, -ამის შესახებ ნათქვამია სამხედრო ჟურნალისტის ანდრეი ცაპლიენკოს მიერ გამოქვეყნებული ოკუპანტების აუდიო მოსმენიდან.
საუბრისას ზუსკოს ბრალი ედება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსული ჯარების ნაწილების შესახებ ინფორმაციის გაჟონვაში, რამაც შემდგომში დამპყრობლების ლიკვიდაცია გამოიწვია.
„საუბრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაკავების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ზუსკოს წარმომავლობამ. ის დაიბადა ვოლინში, თუმცა, ვფიქრობ, ნამდვილი ვოლინიელები, რომლებიც თავიანთი სახლისთვის იბრძვიან, მას აღარ თვლიან უკრაინელად”,- წერს ცაპლიენკო.

 

https://youtu.be/Lw404sivSY4

banner
წინა სტატიაში2022 წლის მოსწავლეთა კომპანია ცნობილია
შემდეგი სტატია„ივანიშვილის რეჟიმის არსთან შეუთავსებელია საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნება და სამშვიდობოს გასვლა“ – გიორგი კანდელაკი