21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, რომელიც ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციას მეთაურობდა, გარდაცვლილი იპოვეს

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გენერალ-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელიც ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციას მეთაურობდა, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილმა საბჭოთა სამხედრო მეთაურმა სიცოცხლე, 87 წლის ასაკში, თვითმკვლელობით დაასრულა. მედიის ცნობით, გარდაცვლილი რუსი გენერალ-პოლკოვნიკი დილით ნათესავებმა იპოვეს. პეტროვი სსრკ-ს ქიმიური დაცვის იმ ჯარებს მეთაურობდა, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. მოგვიანებით ის რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სისტემას ხელმძღვანელობდა.

რუსული მედია წერს, რომ გენერალი სიცოცხლის ბოლო წლებამდე პროფესიაში რჩებოდა – მუშაობდა სამხედრო ინსტიტუტში და იყო პროფილური ჟურნალის რედაქტორი.

banner
წინა სტატიაშიქართველ გადამზიდავებს რუსეთში ყოფნის ვადა 180 დღემდე გაეზრდებათ
შემდეგი სტატია“ცალ ფეხზე მდგომები ეტენებიან ზელენსკის”-ჩერგოლეიშვილი კობახიძე-ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება