რუსი ექსპერტების აზრით Ту-154- ჩამოაგდეს

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში, ცნობილი რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ადლერის აეროპორტიდან აფრენილი და სოჭთან ახლოს შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსული Ту-154-ს ბორტზე, დიდი ალბათობით ექსტრემალური სიტუაცია ან გარედან მოწყობილი ზემოქმედება იყო.
ბორტზე არსებულ შესაძლო ექსტრემალურ სიტუაციაზე და სხვა ფაქტორებზე პირველი მინიშნება გააკეთა ავიაციაში 47 წლიანი სტაჟის მქონე ექსპერტმა, რუსეთის ერთიანი საჰაერო მოძრაობის სისტემათა მთავარი ცენტრის ყოფილმა უფროსმა ვიტალი ანდრეევმა.
,,აფრენისა და ფრენის მოკლე მონაკვეთის – 2 წუთის მერე – თვითმფრინავი დაიკარგა ისე, რომ მიწაზე რაიმე გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია არ გადაუცია… ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ბორტზე შეიქმნა ექსტრემალური სიტუაცია… ან გარედან მოხდა მანქანაზე ზემოქმედება… ან კიდევ რაიმე დაბრკოლებას შეეჯახნენ, რაც ჰაერში თითქმის შეუძლებელია,, აცხადებს ანდრეევი.
რუსი ექსპერტის ანდრეევის აზრით, Ту-154-ები საკმაოდ საიმედო თვითმფრინავებია და ისინი ასე უბრალოდ არ ვარდებიან… ,,ესეიგი მოხდა რაღაც ექსტრემალური… პრაქტიკიდან ასეთი რამეები თვითმფრინავის ხელში ჩაგდების დროს ხდება,, აცხადებს ექსპერტი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ბორტზე არსებული თვითჩამწერი მოწყობილობა, აღმოჩენის შემთხვევაში 99,99% ახსნის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის საეჭვო ვითარებაზე საუბრობს კიდევ ერთი რუსი ექსპერტი, რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალების მაიორი, მფრინავ-ინსტრუქტორი ანდრეი კრასნოპეროვი, რომელსაც საეჭვოდ სწორედ აფრენისთანავე თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობა მიაჩნია… კრასნოპეროვი, ზღვაში აღმოჩენილი თვითმფრინავის ჩამოვარდნილ ნაწილებს შორის მანძილისა და იმ ფართობის შეფასებისას, რომელზეც ეს ნაწილებია გაბნეული, აცხადებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავზე აფეთქება მოხდა.
ამასთანავე, რუსეთის სპეცსამსახურები წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გამორიცხავენ ტერაქტის ვერსიას და თვითმფრინავის გაუმართაობაზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ადლერიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავი Ту-154, რომლის ბორტზე სირიაში მიმავალი სამხედრო ანსაბლის წევრები, ჟურნალისტები და ეკიპაჟის წევრები – 92 იმყოფებოდა, სოჭტან ახლოს შავ ზღვაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა საშობაოდ მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია(video) ქალაქის მერმა პენსიონერებთან შეხვედრაზე შიშველი მოცეკვავე მიიყვანა