რუსი ძალოვანები სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე განცხადებას აკეთებენ

სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ასადის ოპოზიციურმა ძალებმა შესაძლებელია ქიმიური იარაღი გამოიყენონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – ამის შესახებ განცხადებას მტრულად განწყობილი მხარეების შერიგების რუსული ცენტრი წერს – რუსული სააგენტო “ტასი” ავრცელებს. ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ჯაბხატ ან-ნურსამ”, “ახრარ აშ-შამმა”, “ფეილაკ არ-რაზმანმა”, “ფაჯრ ალ-უმამ” და “ჯეიშ ალ-ისლამმა” მოქმედების ერთიანი ცენტრი შექმნეს.

გუშინ, 24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 30 დღიანი რეზოლუცია ერთხმად მიიღო ქვეყანაში ჰუმანიტარული მოქმედებების ჩასატარებლად.
ერთი დღით ადრე, 23 თებერვალს ადამიანის უფლებათა სირიის ქსელის ხლმძღვანელმა აჰმად კაზემმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედროებმა სხვადასხვა დაჯგუფებების ბოევიკების შეკრება დაიწყეს აღმოსავლეთ გუტაში გასაგზავნად იმისათვის, რომ მათ ასადის ძალებს წინააღმდეგობა გაუწიონ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ანტი-სატელიტური ლაზერული იარაღის შექმნა დაასრულა
შემდეგი სტატიაახალი Volvo საგზაო ნიშნებს წაიკითხავს