რუსი დეპუტატის აზრით, ქართული მხარე ლავროვის სოხუმში ვიზიტის თეთრი სახლის დაკვეთით აპროტესტებს

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის გამო ქართული მხარის პროტესტი რუსებს აშშ-ის დაკვეთა ჰგონიათ,“ – აცხადებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის წევრი, კაზბეკ ტაისაევი.
„ხალხი ფულს შოულობს ოკეანის გაღმიდან. ახლა საჭიროა ყველა საკითხის გამწვავება, რაც რუსეთს უკავშირდება, ამიტომ დაიწყეს ამ საკითხის ასე ნერვიულად წამოწევა,” – აღნიშნა დეპუტატმა, რომელიც თვლის, რომ ქართულ მხარეს შესაბამისი დავალება აშშ-ის მოქმედმა პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა მისცა.
„ამ პოლიტიკას ატარებენ ადამიანები, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი არაერთი წელია,” – განაცხადა დუმის წევრმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აფხაზეთში ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა.
სერგეი ლავროვი აფხაზეთს 18-19 აპრილს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა და ერდოღანმა ასადის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ მოწოდება გააკეთეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით