რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშისტების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებულ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია.

როგორც განცხადებაში გავრილოვი წერს, რუსეთთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა ქართველი ხალხის ინტერესებშია, ამიტომ საქართველოს მხრიდან ბოდიში სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

„უნდა გადავდგათ ნაბიჯები რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია. მე მჯერა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი ვინც შარშან აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით.

ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია ასამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის, ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას საბოლოოდ ჩამოანგრიონ რევანშისტების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებულ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.

მე მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია, რუსეთთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

ახლა უნდა ვიფიქროთ როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განათლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხებითვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ არ გვახსოვს წყენა, ჩვენ გვახსოვს ხალხის და დეპუტატების სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამდნენ ჩვენ მიმართ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ძალოვნები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯი, რათა ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუარებში, არამედ ღიად“, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სასტიკად, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს