რუსი დეპუტატი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი შემოერთების იდეაზე საუბრობს..

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 29, 2015 05:32

რუსი დეპუტატი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი შემოერთების იდეაზე საუბრობს..

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი ფიოდოროვი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ხელახლა უნდა შემოიერთოს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი რუსეთის „ძირძველი“ საზღვრების აღდგენა. დეპუტატი ასევე ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის.

სხვა სტატიები

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი ფიოდოროვი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ხელახლა უნდა შემოიერთოს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი რუსეთის „ძირძველი“ საზღვრების აღდგენა. დეპუტატი ასევე ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის.

„ჩვენ გვაქვს პრობლემები, ეს არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიები, ანუ დიდი რუსეთის ტერიტორიები, რომელიც არაკანონიერად იქნა დარღვეული 1991 წელს. შეძილება ყველას არ ესმის და ჰგონია, რომ ეს დეპუტატ ფიოდოროვის სურვილია, მაგრამ ეს არის პრობლემის გადაჭრის ისტორიული ტექნოლოგია. რასაკვირველია, თუ ჩვენ აღმოვჩნდით მოწყვლად მდგომარეობაში, ისიც არა ჩვენს ტერიტორიაზე, არც ისტორიულად, არც არანაირად, იქ ჩვენ გაგვიჭირდება და ვერ შევძლებთ მობილიზებას ისე, როგორც ეს ახასიათებს რუს ნაციას.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორია არის ჩვენი ნაციის, ჩვენი მამულის ტერიტორია და ჩვენ ამ საზღვრებში უნდა დავბრუნდეთ. ჩვენ მოგვიხდება ამის გაკეთება, ამიტომ საპასუხოდ აუცილებელია ასიმეტრიული დემარში. რასაკვირველია, არასწორი იქნება ნებისმიერი ომის დაწყება ნატოს ბლოკთან, მაგრამ ისტორიული საზღვრების აღდგენა თანდათან, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს; უნდა შევიმუშავოთ ერთიანი სახელმწიფო კურსი ამ საკითხში. მტრების და ინტერვენტების მიერ 1991 წელს დარღვეული რუსეთის ისტორიული საზღვრების აღდგენისთვის საჭიროა მთელი ერის თანხმობა“ – ამბობს დეპუტატი.
რუსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გაუძლებს ყველა განსაცდელს, იქნება ეს ეკონომიური თუ სოციალური ხასიათის, მაგრამ ამისთვის მთელი რუსეთი უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნის ირგვლივ: „ამ ბრძოლის აზრი იმაშია, რომ ჩვენ ყველას უნდა გვაერთიანებდეს ერთი ფაქტორი – ეს არის რუსული სახელმწიფოს ისტორიული საზღვრების აღდგენა. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც ათას ხუთასი წლის მანძილზე, ყოველთვის აერთიანებდა მთელს რუსულ სახელმწიფოს, მოსახლეობას და ერს, ყველას!“.
ფიოდოროვი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, არ ენდონ პროპაგანდისტულ ტყუილებს და სიმართლისკენ შემობრუნდნენ: „ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ პროპანდისტულ ბარიერს, რომელმაც ჩვენი გათიშვა გამოიწვია 1991 წლიდან. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სიმართლეს, მოვლენებს თავისი სახელი ვუწოდოთ და განვსახღვროთ ერისთვის მიზანი. რუსული ნაციონალური მიზანი არასოდეს იყო დამპყრობი და ექსპანსიონისტული, ის ყოველთვის იყო თავდაცვითი და აღდგენისკენ მიმართული. ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ და დავიცვათ 1945-91 წლების საზღვარი“.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 29, 2015 05:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics