17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ მშვიდობა არ დამყარდება – მაკრონი

საქართველოში საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს პრეზიდენტ მაკრონის ტვიტს X-ზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შედეგებს აჯამებს:

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: “ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი სურვილი, გავაგრძელოთ ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს და ევროპელების უსაფრთხოებას.

ეს მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას, რაზეც ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან კონკრეტულად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან.

ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს მშვიდობა არ დამყარდება.”

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება