რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული.

“ეს არ არის ახალი ამბავი. უბრალოდ ადამიანის ცვლილებაა. კერძოდ, ეს კომისია მანამდეც არსებობდა და ახლა უბრალოდ წარმომადგენელი შეიცვალა. ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, ეს არის ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, სანამ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავინ აღიარებს ფიქტიური საზღვრების დადგენას. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის. ერთადერთი, რასაც რუსეთს ვუპირისპირებთ, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი 2008 წლის ომის შემდეგ აღარ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება, ამიტომ მე აქედან დიდ ამბავს არ შევქმნიდი. რუსეთს საზღვრების დადგენა 2008 წლის ომის შემდეგ უნდა”,-განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: რუსეთის ნაბიჯები და ქმედებები დესტრუქციული და პროვოკაციულია
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანის განცხადებით, ვიდრე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ შედგება, მმართველი გუნდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ეკიდება