ევროკავშირი და ნატო ამზადებენ სწრაფი სამხედრო განთავსების გეგმას რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევაში
”ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ნატოსთან ერთად ამუშავებენ გეგმას, რომელიც ევროპაში სამხედრო ტექნიკის სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს რუსეთთან ომის შემთხვევაში”, — ამის შესახებ Financial Times იუწყება.
პროექტს „სოლიდარობის ფონდი“ ეწოდება და ის ალიანსის წევრ მისცემს წვდომას საერთო სატრანსპორტო რესურსებზე — მათ შორის სატვირთო მანქანებზე, სარკინიგზო ვაგონებსა და ბორანებზე — ტანკებისა და მძიმე არტილერიის გადასაადგილებლად.
მომავალ თვეში ევროკავშირი წარმოადგენს წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს გზების, ლოგისტიკისა და დოკუმენტაციის გაუმჯობესებას, რათა სამხედრო გადაადგილება უფრო სწრაფად მოხდეს. ოფიციალურ პირებს ასევე განსახილველად აქვთ სპეციალური სატვირთო და სარკინიგზო ფლოტის შექმნის იდეა.
ოთო კონჯარია














