“რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა მალე ვერ აღდგება” – ფედერიაკ მოგერინი

“რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა მალე ვერ აღდგება” – განაცხადა ევროკავშირში სიტყვით გამოსვლისას ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, ურთიერთობა მანამდე ვერ დარეგულირდება, ვიდრე კრემლი საერთაშორისო სამართლის პატივისცემას არ დაიწყებს და მოვალეობებს არ შეასრულებს.

ფედერიკა მოგერინიმ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის კონფლიქტზეც ისაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 31% უარყოფითად აფასებს – NDI პოლიტიკურ კვლევებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 16 % – ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას