რუსეთთან დამეგობრების შესახებ გიუმრის მერის განცხადების შემდეგ სპეცრაზმმა მერიის ჩხრეკა დაიწყო

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის განცხადებას რუსეთთან მეგობრობისა და “ბელარუსისმაგვარი” თანამეზობლობის შექმნას, ამ გზაზე კი რობერტ ქოჩარიანთან თანამშრომლობის სურვილის გამოთქმას ქალაქში სპეცოპერაცია მოჰყვა:

გიუმრის მერიის შენობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები შევიდნენ, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია.

ჩხრეკა ჯერაც გრძელდება, თუმცა, დაკავებების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. გიუმრის მერი შენობაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში რუსეთის მოქალაქე დავაკავეთ, რომელიც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს ჰყიდდა – შსს
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის ბათუმში უკრაინის მოქალაქე დააკავეს