რუსეთთან დაკავშირებული სააგენტო ბლოგერებს „ფაიზერის” ვაქცინის დისკრედიტაციისთვის ფულს სთავაზობდა

„გარდიაინის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიარ სააგენტო Fazze ცნობილ იუთუბერებს და ბლოგერებს ფულს სთავაზობდა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით ასეულობით დაღუპულის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ.

Fazze-მ, რომელიც ბლოგერებთან და იუტუბერებთან მოლაპარაკების პროცესში აცხადებდა, რომ არის ლონდონში, Percy Street 5-ში მდებარე ბლოგერების და რეკლამის დამკვეთების დამაკავშირებელი სააგენტო, დღეს შეზღუდა წვდომა თავის ვებ-გვერდზე და Instagram პროფილზე. Fazze არ არის რეგისტრირებული მის მიერ მითითებულ მისამართზე ლონდონში.

Fazze -ეს მიერ მისთვის გაგზავნილი წერილების სქრინშოტები ტვიტერზე ატვირთა პოპულარულმა ფრანგმა იუთუბერმა (1,2 მლნ გამომწერი) ლეო გრასემ.

Fazze -ს წერილები გამოაქვეყნეს აგრეთვე გერმანელმა იუთუბერმა მირკო დროჩმანმა (1,5 მლნ გამომწერი) და ფრანგულმა სამეცნიერო ახალი ამბების საიტმა Numerama-მ.

ბიზნეს კავშირების დასამყარებლად შექმნილ მსოფლიოში უდიდეს ქსელ LinkedIn-ის თანახმად, Fazze რუსი მეწარმის მიერ დაარსებული სააგენტოა და მისი ხელმძღვანელი პირები მოსკოვიდან არიან.

banner
წინა სტატიაშიმამა პეტრე გოლეთიანს: თბილისი სხვა ქალაქია, აქაურობა ყველას აშიშვლებს
შემდეგი სტატია26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს