რუსეთში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორემაციის თანახმად, ვირუსი ქალს აღმოაჩნდა, რომელიც დომინიკას რესპუბლიკიდან დაბრუნდა. მას ვირუსის პირველი სიმპტომები უკვე სამშობლოში გამოუჩნდა.
ზიკას ვირუსით დაავადებული, ინფექციური სტაციონარის ბოქსში იმყოფება. მისი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს დაკვირვება, რომელთაც ჯერჯერობით ვირუსის არანაირი გამოვლენა არ აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპა ზიკას ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშე დაგს. მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის შემუშავება, თუმცა, მის გამოსაცდელად დაახლოებით ნახევარი წელი მაინც იქნება საჭირო.