რუსეთში, ამურის ოლქში, 2 დღის წინ გაუჩინარებული ვერტმფრენი Robinson R44 ტყეში აღმოაჩინეს. ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
ვერტმფრენის ბორტზე საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელი და პოლიციელი იმყოფებოდნენ, რომლებმაც მანამდე ტყის ჭრისას ადამიანის დაღუპვის ფაქტს იძიებდნენ.
გამომძიებელი, პოლიციელი და პილოტი დაიღუპნენ, ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.
მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც კატასტროფის ორ ვერსიას განიხილავს – საჰაერო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა.
















