რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.
“წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი, 7 საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენები კვლავ ბორტზე იმყოფებიან”, – განაცხადა გორბუნოვამ.

რუსულმა ვერტმფრენმა “მი-8”-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ჩრდილოეთში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ
შემდეგი სტატიაუკრაინული “ვიკილიქსის” მორიგი მასალა- რაზე საუბრობენ სააკაშვილი და ადეიშვილი?