უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში უკრაინელი ტყვე ჯარისკაცებისგან მოიერიშე ბატალიონს აყალიბებენ…
არსებული ცნობებით , ოკუპანტები უკრაინელ მებრძოლებს უარის შემთხვევაში სიკვდილით დასჯით ემუქრებიან, რათა პროპაგანდისტული მედიისთვის სასურველი სურათი შექმნან.
აღნიშნულ მოიერიშე ბატალიონს ოკუპანტები უპირებენ, რომ რუსული ფორმები ჩააცვან და „წინა ხაზზე“ ყველაზე ცხელ წერტილში- შეუსრულებელი მისიებისთვის გაგზავნონ. იმისათვის, რათა საბრძოლო დავალებიდან უკან გამოქცევას არ ჰქონდეს ადგილი ზურგში განლაგებული იქნებიან ე.წ заградотряд-ები, რომლებიც უკან დახეულებს ტყვიამფრავევებიდან ცეცხლს გაუხსნიან.

















