რუსეთში უკრაინელ ტერორისტებს ეძებენ…

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინელ დივერსანტთა 16 კაციან ჯგუფს ეძებენ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ამზადებენ…

LifeNews-ის ცნობით, სპეცსამსახურები გაფრთხილებულნი არიან უკრაინელ დივერსანტთა 16 კაციანი ჯგუფის გადასროლის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე, რომელთაგან 12 მამაკაცია და 4 ქალი… ასაკით 25-დან 49 წლამდე. როგოც რუსული მედია აცხადებს, ამ დივერსიული ჯგუფის მომზადებაში უცხოური სპეცსამსახურები იღებდნენ მონაწილეობას. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რუსეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებულად ამოწმებენ უკრაინიდან შესულ თითოეულ ევტომობილსა და მგზავრს… გაცემული დავალება სასტუმროებისა და საზოგადოებრივი შენობების დაცვისა და ვიდეოკონტროლის გაძლიერების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები და ჭორები, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელ ტერაქტებტან დაკავშირებით, რომელსაც ხან ისლამისტები, ხან კი – სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ამზადებენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქურთული ოპოზიციის ლიდერი, მწვავე ფონზე მოსკოვში ჩადის…
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ვინ არის, გამოჩენილი იურისტია, თუ არ შეიძლება პრეზიდენტსაც მოეჩვენოს?