რუსეთში უახლოეს მომავალში სამოქალაქო ომი გარდაუვალია – სააკაშვილი

რუსეთში, ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერები ემსხვერპლნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და წერს, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში სამოქალაქო ომი გარდაუვალია.

„პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირებში დასრულდებოდა.

ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი არამედ რუსული სახელმწიფოც“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – ევგენი პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში