რუსეთში ტურისტების ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა 6 მგზავრი

ალტაის რესპუბლიკაში, რუსეთში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს.

Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

Interfax-ის ცნობით, მომხდარს ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი – ინდო-წყნარ ოკეანეთში ჩნდება ახალი იმპერიალიზმი და ძალაუფლების ლოგიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველაზე პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს
შემდეგი სტატიაუკრაინის ხელისუფლებამ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა