რუსეთში “ტუ-95”-ის პილოტს ესროლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ქალაქ ენგელსში (რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქი), რუსული ტუ-95 ბომბდამშენის პილოტს, ეკიპაჟის მეთაურს, მაიორ ოლეგ სტეგაჩოვს ესროლეს.

სტეგაჩოვი უკრაინას სამხედრო დამნაშავეთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ის უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებსა და უკრაინელების მკვლელობებში. უკრაინის დაზვერვა ამჟამად არკვევს, მოკვდა თუ გადარჩა ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად რუსი მფრინავი.

banner
წინა სტატიაში„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია დაანონსდა
შემდეგი სტატიაესტონეთმა უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა