რუსეთში თვლიან, რომ ნატო უკრაინას სწავლებების დროს იარაღით ამარაგებს

რუსი სამხედროები თვლიან, რომ ნატოს სწავლებებს Sea Breeze ამოფარებულები უკრაინა თანამედროვე შეიარაღებას მოიმარაგებს – რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა თქვა – რუსული მედია ავრცელებს.
“სწავლებების საფარით თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და მატერიალური საჭიროებების მიწოდებაა დაგეგმილი უკრაინის არმიისთვის ” – კონაშენკოვმა თქვა. “შემდეგ, ისევე, როგორც წინა წლებში, ეს ყველაფერი უკრაინის არმიას და ნაციონალისტულ დაჯგუფებებს გადაეცემა კიევის კონტროლქვეშ არ მყოფი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში” – ჩინოვნიკმა თქვა.

Sea Breeze 28 ივნისიდან 10 ივლისის განმავლობაში ჩატარდება.
სწავლებაში ჩართული იქნება 30 ხომალდი, 30 საფრენი აპარატი და 1400 ჯარისკაცზე მეტი. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები, სამართალდამცავი ორგანოები. სწავლებაში ჩართული იქნება 27 ქვეყანა და ზედამხედველები 35 ქვეყნიდან.

banner
წინა სტატიაშიროგორ იყენებს „ერთმორწმუნე რუსეთი“ ეკლესიას საქართველოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაუგულავა – 20 ივნისს, როცა გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს