რუსეთში სტამბოლში მომხდარ ტერაქტს მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას უკავშირებენ

რუსეთში მიიჩნევენ, რომ სტამბოლის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი მიმართულია თურქეთის მცდელობის წინააღმდეგ, დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან და ისრაელთან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თვამჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

“როგორც ჩანს, თურქეთს “აფრთხილებენ”, რომ მან არ მიიღოს მონაწილეობა ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტის ჩამოყალიბებაში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის დიპლომატიის ძალისხმევით იქმნება”, – განაცხადა კოსაჩოვმა.

მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობასა და სტამბოლში მომხდარ ტერაქტს შორის შესაძლო კავშირს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩიც.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
შემდეგი სტატიადავით ნარმანია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს