რუსეთში სტალინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს

14365360_642712335888957_20449012_nრუსეთში, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის ქალაქ სურგუტში, სტალინის ბიუსტი წითელი საღებავით შეღებეს.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სტალინისტებმა სურგუტში ბიუსტი იმ ადგილთან ახლოს აღმართეს, სადაც მოკლე ხანში რეპრესიის მსხვერპლთა მემორიალი უნდა გაიხსნას… ამ ამბით აღშფოთებულმა ადგილობრივმა აქტივისტებმა კი – ძეგლს წითელი საღებავი შეასხეს…
როგორც რუსული მედია იუწყება, სურგუტელი სტალინისტები დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ, თუმცა ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელადის ბიუსტი, ქალაქის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, უკანონოდ იყო აღმართული და მისი დემონტაჟი მოხდება.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიელი მსახიობი დომინგოს მონტანერი მდინარეში დაიხრჩო
შემდეგი სტატიალონდონში აფხაზური აჯიკა გამოუშვეს